2016 წლის თებერვალში გავიარე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი პედაგოგებისთვის. აღნიშნული კურსი მოიცავდა 24 საათს.
2016 წლის მარტი-აპრილი-მაისში გავიარე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ეს კურსი მოიცავდა 39 საათს.
რა მომცა ორივე ტრენინგმა? ისტ-ის საბაზო კურსის გავლის შემდეგ დავეუფლე ტექსტურ რედაქტორში მუშაობას, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას და მის გამოყენებას სასწავლო პროცესში, საქაღალდეების შექმნას, ასევე ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობას და ელექტრონული ფოსტის გამოყენებას.
ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენების ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ დავეუფლე ისტ-ის გამოყენებას სამფაზიანი გაკვეთილის დასაგეგმად, საჭირო ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტისა და საძიებო სისტემების საშუალებით,
საპრეზენტაციო სლაიდშოუს შექმნას. ასევე გავეცანი, შეფასების ძირითად პრინციპებს და შევქმენი შეფასების რუბრიკები.
შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა და ორგანიზება. ისტ-ის გამოყენებით შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო ბლოგის სახით.
ტრენინგ-კურსი დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას, ეროვნულ-სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ წინსვლას და სწავლა სწავლების პროცესის წარმართვას ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში.
Friday, May 6, 2016
Thursday, April 21, 2016
პროექტი "William Shakespeare and Shota Rustaveli
- პროექტის სახელწოდება : William Shakespeare and Shota Rustaveli
- პროექტის მთავარი იდეა ( თემა) : მოსწავლეები შეისწავლიან უილიამ შექსპირისა და შოთა რუსთაველის ცხოვრება-მოღვაწეობას, შეადარებენ საქართველოსა და ბრიტანეთის აღორძინების ხანის მწერლებს.
- პროექტის აქტუალობა : ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გააფართოონ თავიანთი ცოდნა. უფრო მეტი გაიგონ შექსპირისა და რუსთაველის ცხოვრებაზე, მათ შემოქმედებაზე. გაიუმჯობესონ მეტყველება ინგლისურ ენაზე.
- პროექტის მიზნები : ამ პროექტით მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან შექსპირისა და რუსთაველის ეპოქას. განუვითარდებათ შედარებისა და ანალიზის უნარი. შეადარებენ საქართველოსა და ბრიტანეთის აღორძინების ხანის მწერლებს უილიამ შექსპირს და შოთა რუსთაველს. გაიუმჯობესებენ მეტყველების უნარ-ჩვევებს ინგლისურ ენაზე.
- მონაწილეთა ასაკი : 13 წელი
- ვადები / ხანგრძლივობა: 7 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: slide show, თემატური სურათები, კედლის გაზეთები, წიგნები.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, დამხმარე ლიტერატურა, ფორმატი, ფლომასტერები, კალამი.
- პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ): მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას შექსპირის ბიოგრაფიაზე და მის შემოქმედებაზე, ხოლო მეორე ჯგუფი იკვლევს შოთა რუსთაველის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შემდეგ თვითოეული ჯგუფი აკეთებს კედლის გაზეთს, წიგნებს, slide show-ს. ბოლოს კი ატარებენ პრეზენტაციას.
- საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს
სხვადასხვა ტიპის პროექტი. უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების
კულტურულ რეალიებს.
- პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): დოდო ფურელიანი, ინგლისური ენის მასწავლებელი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dodopureliani@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: http://dodopureliani.blogspot.com/
Sunday, April 17, 2016
Saturday, April 16, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)