Friday, May 6, 2016

რეფლექსია

2016 წლის თებერვალში გავიარე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი პედაგოგებისთვის. აღნიშნული კურსი მოიცავდა 24 საათს.
2016 წლის მარტი-აპრილი-მაისში გავიარე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ეს კურსი მოიცავდა 39 საათს.
რა მომცა ორივე ტრენინგმა? ისტ-ის საბაზო კურსის გავლის შემდეგ დავეუფლე ტექსტურ რედაქტორში მუშაობას, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას და მის გამოყენებას სასწავლო პროცესში, საქაღალდეების შექმნას, ასევე ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობას და ელექტრონული ფოსტის გამოყენებას.
ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენების ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ დავეუფლე ისტ-ის გამოყენებას სამფაზიანი გაკვეთილის დასაგეგმად, საჭირო ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტისა და საძიებო სისტემების საშუალებით,
საპრეზენტაციო სლაიდშოუს შექმნას. ასევე გავეცანი, შეფასების ძირითად პრინციპებს და შევქმენი შეფასების რუბრიკები.
შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა და ორგანიზება. ისტ-ის გამოყენებით შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო ბლოგის სახით.
ტრენინგ-კურსი დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას, ეროვნულ-სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ წინსვლას და სწავლა სწავლების პროცესის წარმართვას ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში.

No comments:

Post a Comment